- ცისანა შერგილაშვილი
16 აპრილი 2014 12:08:09
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2014-2015 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციას აცხადებს.

სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 6 წლის ასაკიდან შეუძლია. რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად.
I ეტაპი - რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 23 აპრილს და დასრულდება 2 მაისს.
სკოლაში რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ
სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდანაც
ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
პირველ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის
ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2014 წლის 5
მაისიდან 15 მაისის ჩათვლით.
II ეტაპი - ონლაინ რეგისტრაცია - რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 20 მაისს და დასრულდება 20 ივნისს.
ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I ეტაპზე, სსიპ
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად
გაივლიან რეგისტრაციას.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი
დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2014 წლის 23 ივნისიდან 4 ივლისის
ჩათვლით.
III ეტაპი - რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 10 ივლისს და დასრულდება 2014 წლის 18 ივლისს.
წინა ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების
წარუდგენლობის შემთხვევაში, გამოთავისუფლებულ ადგილზე, განხორციელდება იმ
მოსწავლეების რეგისტრაცია, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I და II ეტაპზე და
წარადგენენ შესაბამის დოკუმენტებს.
2014-2015 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის
დაწყების უფლება აქვთ იმ პირებს, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე
შეუსრულდებათ 6 წელი ან 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობენ ზოგადი
განათლების დაწყებითი საფეხურის სწავლის დაწყების მოსამზადებელ
კლასში/განყოფილებაზე და 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდებათ 5
წელი.