მასწავლებელთა პროფესიული განვითარება გულისხმობს
იმ საქმიანობების ერთობლიობას, რაც მასწავლებელს პროფესიულ ზრდასა და კარიერული შესაძლებლობების
მოძიებაში ეხმარება. ეს ღონისძიებები ხორციელდება როგორც ფორმალურ,ასევე არაფორმალურ
გარემოში,იწყება საუნივერსიტეტო განათლებით და გრძელდება მასწავლებლის სკოლაში მოღვაწეობის
ბოლო დღემდე. პროფესიული განვითარება მხოლოდ აკადემიური კურსების მოსმენას და პროფესიული
ტრენინგების გავლას კი არ გულისხმობს,არამედ კოლეგებთან თანამშრომლობას,
მენტორობას,აკადემიური
პროდუქტის შექმნის პროცესს,საკუთარი პროფესიის,საქმიანობის,რესურსებისა და შესაძლებლობების
ახლებულად გადაფასებასაც. ეს ის ღონისძიებებია,რომლებიც მასწავლებლის როგორც პროფესიულ,ასევე
პიროვნულ განვითარებასაც ემსახურება,შესაბამისად,პროფესიული განვითარება ყველაზე ეფექტური
მაშინაა,როდესაც ის უწყვეტ პროცესს წარმოადგენს.

