среда, 3 декабря 2014 г.

შეხვედრა N 4

2014 წლის  3 დეკემბერი
პროფესიული განვითარებოს ჯგუფის მორიგი შეხვედრა .
დღის წესრიგი :

  1. შესრულებული სამუშაოს შეფასება, ანგარიშის შედგენა;
  2. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის მნიშვნელობა და განვითარება.
დღის წესრიგში მოცემული საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია. სხდომის ყველა წევრმა გამოთქვა თავისი მოსაზრება აღნიშნულ საკითხზე.






воскресенье, 20 апреля 2014 г.

ოთხდღიანი ტრენინგ-კურსი

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2014-2015 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციას აცხადებს.
სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 6 წლის ასაკიდან შეუძლია. რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად.
I ეტაპი - რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 23 აპრილს და დასრულდება 2 მაისს.
სკოლაში რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
პირველ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2014 წლის 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით.
II ეტაპი - ონლაინ რეგისტრაცია - რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 20 მაისს და დასრულდება 20 ივნისს.
ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I ეტაპზე, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად გაივლიან რეგისტრაციას.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2014 წლის 23 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით.
III ეტაპი - რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 10 ივლისს და დასრულდება 2014 წლის 18 ივლისს.
წინა ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, გამოთავისუფლებულ ადგილზე, განხორციელდება იმ მოსწავლეების რეგისტრაცია, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I და II ეტაპზე და წარადგენენ შესაბამის დოკუმენტებს.
2014-2015 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ პირებს, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი ან 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სწავლის დაწყების მოსამზადებელ კლასში/განყოფილებაზე და 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდებათ 5 წელი.